|
2015-08-04 17:34:36, 811 ნახვა
ეკონომიკა
ნათია მიქელაძე ბრიტანული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ბრიტანული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის „დელამოდ გრუპის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები და აღნიშნულ სექტორებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი განიხილეს. „დელამოდ გრუპის“ მიერ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მათ მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს “A” კლასის მრავალფუნქციური ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების შესახებ, რაზეც მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი განცხადებით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნით, ერთ–ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს აზიიდან, განსაკუთრებით კი, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, სათანადო პროექტების შემუშავება და სხვ. ბრიტანული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის „დელამოდ გრუპის“ დელეგაცია საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი უახლოეს თვეებში კვლავ ეწევიან საქართველოს უკვე კონკრეტული პროექტების რეალიზების მიზნით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)