|
2015-07-30 18:41:53, 787 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მათ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგებისა და იანვარ-ივნისში მიღწეული ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივას, კერძოდ, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიის საკითებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან აღინიშნა, სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ამ მიმართულებით ბანკების აქტიური ჩართულობა. მიღწეული შეთანხმებით, ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე დაესწრნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)