|
2015-07-29 13:16:20, 888 ნახვა
ეკონომიკა
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი იყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე თბილისში, მინდელის ქუჩა N 11-ში მდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა. როორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სააგენტომ 29 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ქ. თბილისში, მინდელის ქუჩა N 11-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10688 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით. აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 2.150.000 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ უბანში. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 800 მეტრში დაწყებულია ახალი მეტროსადგურის „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აღნიშნულ ტერიტორიას. ობიექტის სიახლოვეს განლაგებულია საგანმანათლებლო დაწესებულებები და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები, სავაჭრო და კვების ობიექტები. საპრივატიზებო ობიექტს მნიშვნელოვან ხიბლს მატებს 60 მეტრში მდებარე სარეკრეაციო ზონა. ამასთან, საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში და გააჩნია განაშენიანების საკმაოდ მაღალი კოეფიციენტები (K1-0,7; K2-3,5; K3-0,1;), რაც იძლევა მრავალსართულიანი მშენებლობის საშუალებას. „დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი განსაკუთრებით ხელსაყრელია დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. საპრივატიზებო ობიექტის საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას და მოუწოდებს მათ მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა ეკატერინე სისაურმა. ელექტრონული აუქციონი 30 კალენდარულ დღეში დასრულდება. ამასთან, სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე-კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)