|
2015-07-27 18:47:47, 753 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა გააცნო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ. ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მუშაობის სპეციფიკა, ზოგადად, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და გეზ-ის პროცედურები გააცნო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტეინერების კონტროლის დანაყოფი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ევროკავშირი კონტეინერების კონტროლის პროგრამის ერთ-ერთი დონორია. აღნიშნული დანაყოფის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში. კონტეინერების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების კონტროლს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრებთან ერთად, ახორციელებენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა დასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ცნობისთვის, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ანალოგიური დანაყოფი ფუნქციონირებს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)