|
2019-12-21 16:59:55, 2794 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე: დროა დავასრულოთ იმ სიტემის არსებობა, რომელიც ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს
„დროა დავასრულოთ იმ საძაგელი სიტემის არსებობა, რომელიც ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დიდუბეში, წმინდა გიორგი სახელობის ტაძართან განაცხადა, სადაც ის 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სისტემის პირობებში პოლიციელიც კი დაუცველია, რასაც ბათუმის ფაქტიც მოწმობს. „ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო მთლიანად საზოგადოებამ ამ საშინელი და შემზარავი ტრაგედიის გამო. ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში კატასტროფა ხდება ამ ქვეყანაში. დადგა დრო გავერთიანდეთ ერთი რამის გამო, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ იმ საძაგელი სისტემის არსებობა ქვეყანაში, რომელიც ადამიანებს კლავს, ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს და ვერ იცავს ადამიანების უსაფრთხოებას, რომელშიც პოლიციელიც კი დაუცველია და ბათუმის ფაქტი ამას ადასტურებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ერთად დავდგეთ და გავერთიანდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)