|
2019-12-20 17:33:42, 2482 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: საერთაშორისო პრობლემაა, როდესაც ევროპაში გვაქვს ტერიტორია, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა
„მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა, როდესაც ევროპაში გვაქვს ტერიტორია სადაც არავის მიუწვდება ხელი, ვერავინ შედის და ამ ტერიტორიაზე ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა. „სახელმწიფომ ძირითადად გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები და ასევე გარკვეული დიალოგის ფორმატები, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთანაც. ინფორმიერება მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არსებობს ასევე სხვა მექანიზმებიც, საერთაშორისო მექანიზმებიც, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად ცხინვალის ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვაპირებ მივმართო საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოვიპოვო უფრო მეტი ინფორმაცია, თუ დამატებით რა მექანიზმების გამოყენება შეიძლება, იმიტომ, რომ რეალურად ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა, როდესაც ჩვენ, ევროპაში გვაქვს ტერიტორია სადაც არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არავის მიუწვდება ხელი, ვერავინ შედის ამ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე ხდება ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)