|
2019-12-18 14:43:35, 1608 ნახვა
კომენტარი
სახელმწიფო ინსპექტორი - 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე, სხვა პირთა დანაშაულის ნიშნები ამ ეტაპზე არ არსებობს
„იმის თქმა, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა გამომძიებლის დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, მე ვერ დავეთანხმები“, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ 15 წლის მოზარდის საქმეზე სხვა პირების დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთება, მათ სამართლებრივად დასჯას არავინ მოერიდება. "პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში არ მოგვიყვანია მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, თქმა იმისა, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მე ვერ დავეთანხმები. მე გუშინაც ვთქვი და ისევ ვიმეორებ, გამოძიება გრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. რა თქმა უნდა, დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირი, რომლის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. შეგახსენებთ, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა. საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)