|
2019-12-18 12:07:45, 1510 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ
თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. „მინდა, დღევანდელი სხდომა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრით დავიწყო. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ მინდა ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი - რატომ? რისი გულისთვის? შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ - ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ - ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა და ასევე, სახელმწიფო ერთნაირად არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)