|
2015-07-24 14:07:19, 956 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა და კომპანია „ბადაგონმა“, ფაქტორინგული მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
საქართველოს ბანკმა და კომპანია „ბადაგონმა“, ბაზარზე პირველად საერთაშორისო ფაქტორინგული კომპანიების ასოციაციის ფარგლებში ფაქტორიგნული მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადეს. ფაქტორინგის მეშვეობით, საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ქვეყნიდან ექსპორტის ზრდას და შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ხელსაყრელი პირობებით შესთავაზონ უცხოელ პარტნიორებს. ფაქტორინგი გულისხმობს კომპანიის მოკლევადიანი დებიტორული ვალდებულების ბანკის მიერ შესყიდვას, რაც შესაძლებლობას აძლევს კომპანიას განვადებით გაყიდულ პროდუქციაში მიიღოს გაყიდული პროდუქციის თანხა ბანკში ინვოისის წარდგენისთანავე, უზრუნველყოფის გარეშე. „საქართველოს ბანკმა ერთ-ერთმა პირველმა შეთავაზა მომხმარებელს ადგილობრივი ფაქტორინგის მომსახურება ასევე საერთაშორისო ფაქტორინგი, როგორც Factors Chain International-ის (FCI) ერთადერთმა წევრმა საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საერთაშორისო ფაქტორინგის დაფინანსების მხარდაჭერის კუთხით. საქართველოს ბანკს ფაქტორინგის მომსახურების გაწევა შეუძლია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასთან“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო საქმიანობის დირექტორმა, ვასილ ხოდელმა. “მოხარული ვართ, იმ ფაქტით, რომ „ბადაგონი“ არის პირველი კომპანია საქართველოში, ვინც Factors Chain International-ის (FCI) ფარგლებში ფაქტორინგული ოპერაცია განახორციელა. აღნიშნული პროდუქტი კარგად ერგება კომპანიის არსებულ საჭიროებებს. გვეძლევა მოქნილობა, შევთავაზოთ, უცხოელ პარტნიორებს ჩვენი პროდუქცია მათთვის უფრო მისაღები პირობებით, რაც თავის მხრივ გაზრდილი რეალიზაციის მოლოდინს გვიქმნის. დიდი მადლობა ”საქართველოს ბანკს“ პარტნიორობისთვის. მომავალშიც, აქტიურად ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა შპს „ბადაგონის“ დირექტორმა, გერმანე შენგელიამ.
(R)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)