|
2019-12-17 13:31:29, 1687 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი: კუხიანიძე შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და ყველამ, „ქართულ ოცნების“გარდა
„ერეკლე კუხიანიძეს გაემიჯნა მისი შვილი, ოჯახის წევრი, ცოლმა, მეზობელმა, შვილმა ყველამ თქვა, რომ ეს კაცი ნაძირალაა „ქართული ოცნების“ გარდა“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას არ შეწყვეტს, ვიდრე ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს მანდატს არ დატოვებს. „ადამიანი, რომელიც ტყვედ ჰყავთ ჩვენი სახელმწიფოს მტრებს. არ ვიცით რა პირობებშია ჯურღმულში. აწამებენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და ამ დროს უღირსი საკრებულოს დეპუტატი რომ ჰქვია, ლანძღავს ამ ადამიანს და მის ოჯახს. ამ კაცს გაემიჯნა მისი შვილი, ოჯახის წევრი, ცოლმა, მეზობელმა, შვილმა ყველამ თქვა, რომ ეს კაცი ნაძირალაა „ქართული ოცნების“ გარდა. ჩვენ მივეცით დრო, რომ ამ კაცს დაეტოვებინა მანდატი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და დამცინავად ბოდიშს იხდის. ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე კუხიანიძე არ დატოვებს მანდატს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულოში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. აქტივისტებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს და გააკრეს სტიკერები წარწერით „შეცვალე“.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)