|
2015-07-24 12:59:32, 726 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. ღონისძიებას ასევე დაესწრენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, აგრეთვე სხვა ოფიციალური პირები და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა ჩინურ მხარესთან ერთად პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. „კვლევის ჩატარება გადაწყდა 2015 წლის მარტში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას, რომლის დროსაც ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ერთობლივ განცხადებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და ძირითად ათეულში მე-4 ადგილზეა. 2015 წლის იანვარ - ივნისში ექსპორტმა 55,50 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა ძირითადად სპილენძის მადნების, ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების ხარჯზე. საექსპორტო პროდუქციიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. ამჟამად ღვინის ექსპორტში, ჩინეთი 7%-იანი წილით მე-5 სავაჭრო პარტნიორია რუსეთის, ყაზახეთის, ევროკავშირის და უკრაინის შემდგომ“, - აცხადებენ სამინისტროში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)