11:48 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 19:37:34, 2359 ნახვა

კომენტარი
ბექა კვიციანი: ახალ, დამატებით შეკითხვებზე გამოძიებამ გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ არაერთი დამატებითი კითხვის მიუხედავად, გამოძიებამ პასუხები ვერ მიიღო.

„საქმისთვის მინიჭებული გრიფის გამო კითხვებსა და მათ  შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ. უამრავი კითხვა ჰქონდა გამოძიებას გიგა ბოკერიას მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან  კონკრეტული პასუხები ვერ  მივიღეთ, რადგან მან  ზოგადი ფრაზებით ისაუბრა“, -განაცხადა კვიციანმა.

გამომძიებელმა ასევე  განმარტა, რომ რადგან  ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე გიგა ბოკერია  ერთხელ უკვე იყო გამოკითხული, მას გამოძიებამ ახალი კითხვები დაუსვა, რადგან დამატებითი დაკითხვისას  ძველი გამოკითხვის დროს არსებული შეკითხვები არ მეორდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics