|
2019-12-14 15:42:47, 2376 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - ვერ დავეთანხმები ვერავის შეფასებას, ვინც მოსამართლეების შერჩევის პროცესში აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს
„ვერ ვეთანხმები ვერავის შეფასებას, ვინც მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის საგარეო საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა არსებული სასამართლო სისტემა უკეთესობისკენ შეცვალა და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს: „პირველი არის ის, რომ ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობა არ ჰქონდა და ეს დღეს გვაქვს. მეორეა ის, რომ შერჩევის პროცესი ასეთი ღია და გამჭვირვალე პრინციპით არასოდეს არ ჩატარებულა. და მესამე - დღეს სასამართლო არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მძევალი და არ არის მისი ზეგავლენის ქვეშ. მე ვერ ვეთანხმები ვერავის შეფასებას, ვინც აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს ამ ყველაფერში. ევროპის საბჭოს და სხვა პარტნიორების პოზიციები ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრებები, რათქმაუნდა ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ ამას თვალს და მომავალში მეოთხე ტალღა გუშინ იმიტომ დავამტკიცეთ პარლამენტში, რომ რეფორმები გავაგრძელოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ევროკავშირის საგარეო სამსახური გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნული, რომ „შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა“.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)