12:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 13:12:24, 1589 ნახვა

კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესზე: ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა

„თუ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ახლდა ხარვეზები, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება აუცილებლად და შემდგომისთვის გათვალისწინება“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის შეფასებები და დასკვნები, რომლებიც მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან მიმართებაში სრულიად ბუნებრივი და მისაღებია.

„ძალიან ბევრი სახის დასკვნა და შეფასება მოვისმინეთ ამ პროცესთან მიმართებაში, რაც კიდევ ვიმეორებ, რომ არის ბუნებრივი და მისაღები. ასეც უნდა ხდებოდეს, ალბათ უნდა იყოს კრიტიკული მოსაზრებებიც, დადებითი უნდა შეფასდეს დადებითად და თუ ამ პროცესს ახლდა  ხარვეზები, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება აუცილებლად და შემდგომისთვის გათვალისწინება.

პროცესები, რომლებიც მივიღეთ, თქვენც დარწმუნდით, რომ არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ეს იყო აქამდე, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ უარს განვითარებაზე.

ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ ფორმით მიმდინარეობდა პროცესები და იყო ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც იუსტიციის  საბჭოსთვის, ასევე პარლამენტისთვის“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics