12:33 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 12:51:47, 1203 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: სიის ჩაგდებას არ ვაპირებთ, რადგან ეს ნიშნავს სასამართლოს გაჩერებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდებას არ აპირებს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი სიის ჩაგდების შემთხვევაში, „სასამართლო გაჩერდება“, რაც დაუშვებელია.

„გუნდში გავლილია კონსულტაციები და ერთი მხრივ ჩვენ გვჭირდება, რომ ოპტიმალური რაოდენობა შევარჩიოთ, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს  და მეორე მხრივ, ალბათ, თქვენ ნახეთ დაახლოებით განწყობა იურიდიულ კომიტეტზე, მეორე მხრივ, რამოდენიმე კანდიდატი ბუნებრივია გამოირიცხა დაახლოებით ამის შესახებ წარმოდგენა უკვე შეგექმნებოდათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ სიის ჩაგდებას, იმიტომ რომ სიის ჩაგდება პირდაპირ თარგმანში ნიშნავს სასამართლოს გაჩერებას. ეს რომ სპეკულაციურია და სასამართლოს როგორ უტევდნენ 2 წლის  განმავლობაში ნაცმოძრაობის და მათი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გახსოვთ და გუშინ წინ, ძალიან სიმბოლურად დაემთხვა, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაცია, ტყუილი და მთელი ორწლიანი კამპანია, რომელიც შეეხებოდა "რუსთავი 2“-ის საქმეზე თითქოს იჩაგრებოდა სასამართლოს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი”-ის მაშინდელი მფლობელები ყარამანიშვილები, „ნაცმოძრაობა“ და გვარამია, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი და ამას ბეჭედი დაუსვა არა ქართულმა რომელიმე ორგანიზაციამ, არამედ მსოფლიო მართლმსაჯულებაში ყველაზე კომპეტენტურმა და ავტორიტეტულმა ორგანომ, სტრასბურგის სასამართლომ, ამიტომ ასეთ სპეკულაციებზე როცა მიდიან და ამბობენ, რომ სია უნდა ჩავარდეს იმ სასამართლოს გაჩერებას აპირებენ, რომელიც თურმე მართალი ყოფილა”,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია. კენჭისყრის პროცედურა ხმაურის ფონზე წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics