|
2019-12-10 17:43:44, 1939 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)