|
2019-12-05 18:17:07, 2846 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე „გაბედეს“ წევრებზე: შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ
„ძველი "სირცხვილიას" და ახლანდელი "გაბედეს" წევრებთან ერთად შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გაბედეს“ წევრებს ნებისმიერ დროს აქვთ მასთან შეხვედრის საშუალება, თუმცა „პროვოკაციულ გზებს ირჩევენ“. „ჩვენ არავითარი მხარდამჭერების მობილიზება არ მოგვიხდენია. იქ არის სამუშაო პროცესი და კარგი იქნება, თუ ამ სამუშაო პროცესს და მოქალაქეებს ისინი ხელს არ შეუშლიან. ამ ბრალდებებს ვერანაირად ვერ მივიღებ, ისე თითქოს მე არ გამოვდივარ კონტაქტზე . ძველი "სირცხვილიას" და ახლანდელი "გაბედეს" წევრებთან ერთად შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ. იმის შემდეგ მათ არ გამოუთქვამთ შეხვედრის სურვილი, თორემ აუცილებლად შევხვდებოდი. ახლა მათ თუ პერფორმანსების მოწყობა უნდათ, კი ბატონო, მოაწყონ, მაგრამ ეს პერფორმანსი მოკლებულია გულწრფელობას, იმიტომ, რომ როდესაც მათ ნებისმიერ დროს აქვთ ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობა, ისინი მაინც ირჩევენ ამ გზას, რომელსაც შეიძლება შემდეგ რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს და ვფიქრობ, რომ ეს არის გამიზნული ნაბიჯი, იმისთვის, რომ რაღაცა შოუები დაიდგას, მაგრამ ჩვენი მხრიდან არავითარი შოუების დადგმის საშუალებას არ ვიძლევით“,- განაცხადა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „“გაბედეს“ წევრებმა, სოფო კილაძის ბიუროსთან „41 ვერცხლის“ მონეტა მიიტანეს. აქციის მონაწილეები ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებზე რეაგირებას ითხოვენ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)