|
2015-07-23 10:11:50, 735 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: თუ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირებაზე იმსჯელებს
თუ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება გარდაუვალი იქნება, ამ შემთხვევაში მთავრობა სუბსიდირებაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "ქრონიკის" ეთერში განაცხადა. "მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ არსებული სიტუაცია, დოლარის გამყარება მსოფლიოში ყველა ვალუტასთან მიმართებაში, საქართველოშიც აისახა ენერგოკომპანიებზე და მათ დიდი დარტყმა მიაყენა. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ განაცხადი ამ მიმართულებითაც გაკეთებული აქვს "ენერგო-პრო ჯორჯიას", "თელასს", "კახეთის სადისტრიბუციო კომპანიას". დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უფრო სწორი იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ გარდაუვალია სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავრობა იმსჯელებს სუბსიდირებასთან დაკავშირებით. ეს მიღებული პროცესია ნებისმიერ ქვეყანაში. მთლიანად სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება ძალიან მძიმე იქნება ბიუჯეტისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ მაქსიმალურად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ იმ შემთხვევაში თუ ტარიფის კორექტირება მოიხდება, არც ბიუჯეტი დავაზიანოთ", - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან კალაძის თქმით, ენერგოკომპანიები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდენ, მაგრამ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სადაც მაქსიმალურად იქნება ენერგოკომპანიების და მოსახლეობის ინტერესი დაცული. ცნობისთვის, სემეკ-მა გუშინ თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფი კი 7,534 ლარით განისაზღვრა. შპს "მტკვარი ენერგეტიკასთვის" მოქმედი ტარიფი, 7,229 ლარი, 10,871 ლარამდე გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას კი ტარიფი 7,319-დან 10,194 ლარამდე გაეზარდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)