|
2015-07-22 15:53:41, 760 ნახვა
ეკონომიკა
აფხაზეთი რუსეთისთვის ღვინის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი გახდა
აფხაზეთი რუსეთისთვის ღვინის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში აფხაზეთიდან რუსეთში 7,7 მილიონი ლიტრი ღვინო შევიდა, რაც წინა მაჩვენებელს 26,3%-ით აღემატება. ამის მიზეზად რუბლის გაუფასურების გამო ევროკავშირიდან რუსეთში ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვნად დაცემა სახელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, იმპორტიორებს შორის პირველად აფხაზეთის მიმწოდებელი კომპანია “მისტრალ ალკო” დაწინაურდა. ამასთან, დაეცა ისეთი მიმწოდებელი ქვეყნების მაჩვენებლები, როგორებიცაა – ესპანეთი (24,6%-ით, 12,6 მლნ ლიტრით), იტალია (33,8%-ით, 10,9 მლნ ლიტრით), საფრანგეთი (51,1%-ით, 10 მლნ ლიტრით). რუსეთში ღვინის იმპორტი ორჯერ შემცირდა გერმანიიდან არგენტინიდან და აშშ-დან. ათეულობით მსხვილი იმპორტიორებიდან წლის პირველ ნახევარში მაჩვენებლის გაზრდა მხოლოდ ერთმა – აფხაზეთმა შეძლო. გამოცემა rbc.ru წერს, რომ ამ ეტაპზე, აფხაზეთი რუსეთის ღვინის იმპორტიორებს შორის, “ღვინის დიდი სამეულის” (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი) შემდეგ, მეოთხე ადგილზეა. აქამდე ღვინის იმპორტით აფხაზეთს ისეთი ქვეყნები უსწრებდნენ, როგორებიცაა ჩილე, უკრაინა, მოლდოვა და ბულგარეთი. გასულ წელს რუსეთში ღვინის იმპორტით ბევრად მაღალი პოზიცია ეკავა საქართველოსაც. საქართველოდან იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთში 6,5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 63%–ით ნაკლებია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)