|
2019-11-06 13:31:51, 1872 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან შესაძლოა, ის ძალები იდგნენ, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობების უკან
„არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან ის ადამიანები, რომლებიც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობების უკან“, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე შესვლამდე გააკეთა. მისი თქმით, პატრიარქს და ეკლესია მათი მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. „პატრიარქს და ეკლესიას ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, რომლებიც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იყვნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან. ვინაიდან, საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება არის ის, რომ ამ მოვლენებს ქვეყანაში იმ მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)