11:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 11:12:17, 2120 ნახვა

რეგიონი
შუახევში ღია ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

შუახევში, ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება და ადგილობრივების საჭიროებების გამოვლენას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავენ, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები დიალოგის ფორმატში განიხილება.

 ამჯერად, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე,აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ღია დიალოგის ფარგლებში, დღვანისა და ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების მოსახლეობას შეხვდენენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ღია შეხვედრის ფორმატი გააცნეს და მათი საჭიროებები პირადად მოისმინეს.

ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა, ან მომავლისთვისაა დაგეგმილი. განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებებიც.

25 ოქტომბერს მოსახლეობასთან შეხვედრა შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება და მიზნად მოსახლეობის საჭიროებების გაცნობასა და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას საჭიროებების გათვალისწინებას ისახავს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics