|
2026-08-18 11:40:44, 272 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას "პრობლემური განცხადება უწოდა - არა ჩვენთვის [ქართული ოცნებისთვის], არამედ თავისთვის". "მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი - ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. [...] პრობლემური განცხადება, ასე ვიტყოდი, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემური - თავისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია. ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან წერს, რომ „ამიერიდან მასსა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას ეკისრება“. „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემსა და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას". წერილში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, ნათქვამია, რომ შესაძლოა, მას კორუფციის ბრალდებები წარუდგინონ, რაზე რეაგირების 2 ვარიანტი არსებობს: ან სასამართლოს გზით ბრძოლა, ან აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში კი „არ უნდა ეცადოს პოლიტიკაში დაბრუნებას“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)