|
2019-10-24 12:09:08, 1270 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში წელს პირველად ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება
წელს პირველად, 26 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქ. გურჯაანში, ახტალის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. პარალელურად, 50-მდე სახეობის ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. დასკვნით ნაწილში კი Bocuse d'Or ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება. ფესტივალი პროგრამის „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია" ფარგლებში ტარდება.
(NS)
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)