|
2019-10-24 11:23:05, 869 ნახვა
რეგიონი
დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტი: ქართული უმხარე საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ე.წ. კომიტეტის პრესმდივანმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, ატოცთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა შემაშფოთებელია. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება შეიარაღებული დაპირისპირების რისკს ქმნის. გარდა ამისა, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართული სპეცსამსახურები წნელისის მონაკვეთზე "მასშტაბური პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ". ბიაზროვას მტკიცებით, ქართული დაზვერვის სამსახური მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის პოლიტიკოსები შეცდომაში შეყვანს. ე.წ. კომიტეტის პრესმდივანი დასძენს, რომ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ე.წ. საზღვართან მისვლის უფლებას არ აძლევს, რათა, როგორც ბიაზოვა ამბობს, მათ ობიექტურად გაშუქების საშუალება ჰქონდეთ.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)