11:59 - 18 Aug, 2026
|
2019-10-18 18:44:16, 4093 ნახვა
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ე.წ. „ოცნების ქალაქში“ უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში მოსახლეობას კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი (რადიოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი) ადგილზე უტარებს გამოკვლევებს და კონსულტაციებს. ტარდება შემდეგი სახის კვლევები: ეკგ, სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა, მუცლის ღრუს ექოსკოპია (თირკმელი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პროსტატა), ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. დღეს აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე გაეცნო. დასახლების მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება 19 და 20 ოქტომბერსაც შეეძლებათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)