11:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 11:10:29, 957 ნახვა

რეგიონი
ვლადიმერ ბორცვაძე: სოფელ ჩორჩანასთან სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, სიტუაცია არის სტაბილური და კონტროლს ექვემდებარება.

„როგორც მოგეხსენებათ, მთელი ღამის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით აქ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics