|
2019-08-30 10:49:38, 543 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ინიატივით საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის ახალი პირობები შეიქმნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს პროგრამის "სწავლა საზღვარგარეთ" სტიპენდიანტებისთვის ახალი პირობების გაწერა დაავალა. თორნიკე რიჟვაძის ინიციატივის თანახმად, მთავრობის დაფინანსებით საზღვარგარეთ განათლებამიღებული სტუდენტები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და რეგიონის მასშტაბით, საჯარო სექტორში არანაკლებ 2 წლით დასაქმდნენ. რეგიონის პირველი პირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალგაზრდების დასავლური ცოდნა და გამოცდილება ქვეყნისს და რეგიონის გაძლიერებას მოხმარდეს. სტიპენდიების პროგრამა "სწავლა საზღვარგარეთ" აჭარაში 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 30 %-ით იზრდება, შესაბამისად მატულობს სტიპენდიანტთა რაოდენობაც. დაფინანსებულია 60 სტუდენტი, მათ შორის წელს, კონკურსის წესით, დაფინანსება მოიპოვა 18-მა აპლიკანტმა. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 675 000 ლარია.
(NS)
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)