|
2015-07-09 09:42:09, 788 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ძალიან კარგად გაეცნო
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ძალიან კარგად გაეცნო. ასე უპასუხა კაკაურიძემ ჟურნალისტების კითხვას - „გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ ბიუჯეტის კორექტირებისას სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, რომელიც ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებდა.“ მისი თქმით, სავალუტო ფონდის მთავარი რეკონდაციები საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას ეხებოდა. „დამიჯერეთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ძალიან კარგად გვაქვს გავლილი. მთავარი რეკომენდაციები იყო არა უბრალოდ ხარჯების, არამედ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. ჩვენ შინაარსობრივად შევცვალეთ ხარჯები და საბოლოო ჯამში გვაქვს საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ის ფარგლებში. ბიუჯეტის ახალი ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდთანაც შეთანხმებული გვაქვს“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, მთავრობამ საგადასახო შემოსავლების დასაბალანსებლად ახალი წყაროები მოიძია. „ხარჯების მნიშვნელოვანი კლება არ ხდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირება იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად, ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები იმისთვის, რომ დანაკლისი რაც საგადასახადო შემოსავლების შემცირებით მივიღეთ დავაბალანსოთ. ეს არის მეოთხე თაობის ლიცენზიები. დამატებითი გრანტები და შემოსავლების სხვა წაყროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, შესაძლოა ზოგიერთ ექსპერტს სურს, რომ პენსია არ გავცეთ ან სოციალური პროგრამები შევამციროთ. თუმცა, ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ. რაც მცირდება ხარჯვით ნაწილში ეს დაახლოებით 160 მილიონიანი შემცირებაა. სრულიად საკმარისია და ადეკვატურია იმისთვის, რა საჭიროებებიც უდგას ბიუჯეტს, რომ მოემსახურს საგარეო ვალდებულებებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართოს თანხები“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)