|
2015-07-07 13:39:17, 900 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: საბერძნეთის კრიზისი ჩვენთვის სოციალური თვალსაზრისით უფრო მტკივნეულია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის სოციალური თვალსაზრისით უფრო „მტკივნეულია“, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების კუთხით. „მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირობითად, გადმორიცხვების თვალსაზრისით, 100 მილიონი დოლარის დანაკლისი ქართული ეკონომიკისთვის არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ, სამწუხაროდ სოციალური დატვირთვა გაცილებით დიდი აქვს ამ პრობლემას, ვინაიდან, უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი არის საბერძნეთიდან გზავნილი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენთვის პირველ ეტაპზე, სოციალური თვალსაზრისით გაცილებით უფრო მტკივნეულია, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების კუთხით. რა თქმა უნდა ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით. საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ჩვენს პროგნოზებში გათვალისწინებული იყო. თუმცა, იმედია, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება, ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც რა თქმა უნდა გავლენა ექნება, როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე. დავაკვირდებით მოვლენების განვითრებას“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)