|
2015-07-02 16:40:30, 1081 ნახვა
ეკონომიკა
გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება "გმ"-ს მითითება სავალდებულო გახდა
1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელს ექნება არჩევანის თავისუფლება, ვინაიდან ის იქნება ინფორმირებული, სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა. „აღნიშნული კანონი არეგულირებს ეტიკეტზე განსათავსებელ ინფორმაციას. კერძოდ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა „გმ". კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუკი სურსათის ეტიკეტირება შეუძლებელია, თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ. ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და ბიზნეოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული ‘გმ' და ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით იგი დაჯარიმდება 10 000 ლარით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)