|
2019-06-11 18:13:33, 2683 ნახვა
მსოფლიო
რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
პორტალ „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, - ამის შესახებ „მედუზა“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. პორატლის ცნობით, მას შინაპატიმრობიდან დღესვე გაათავისუფლებენ. გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციებზე სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს. შეგახსენებთ, ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს, მოსკოვში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას „გაურკვეველი სუბსტანციის“ შეკვრა უპოვეს, რაც გამოძიების მტკიცებით, „მეფედრონი“ (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა. ჟურნალისტს აკრძალული ნივთიერების ფლობასა და მისი გასაღების მცდელობას ედავებოდნენ. თავად გოლუნოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გოლუნოვს ადვოკატის ნახვის საშუალება პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფი ნაცემი იყო. გარდა ამისა, ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი უფლება დაირღვა - მას ზარის განხორციელების შესაძლებლობაც არ მიეცა. ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ შეკვრას, რომელიც „აღმოუჩინეს“.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)