|
2026-08-20 12:55:21, 275 ნახვა
მსოფლიო
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 32-ზე მეტი კი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა ცხრა-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. "მასობრივი თავდასხმა იყო. რუსები დიდხანს ემზადებოდნენ, მათ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და დრონები გააერთიანეს და მიზანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება იყო." – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ მედიაში. უკრაინის პროკურატურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სარაკეტო იერიშის დროს კიევის სოლომენსკის ოლქში, სულ მცირე, 16 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. თავდასხმამ ასევე დააზიანა სკოლა, საბავშვო ბაღი და ბავშვთა საავადმყოფოც, რომლის ავტოსადგომზეც ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით კიევის მერმა 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა დედაქალაქზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)