|
2015-07-01 13:03:59, 747 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო საგადასახადო დიალოგის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის, ანხელ გურიას მიწვევით, მე-6 საერთაშორისო საგადასახადო დიალოგის (ITD) გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 1-3 ივლისს, პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საკონფერენციო ცენტრში იმართება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკამ და საგადასახადო ადმინისტრირებამ ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. დისკუსია აგრეთვე შეეხება დაბეგვრის საკითხებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით. გაზიარებული იქნება OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილება გადასახადების ადმინისტრირების კუთხით. საერთაშორისო საგადასახადო დიალოგი ევროკომისიის (EC), ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკის (IDB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) და საგადასახადო ადმინისტრაციების ინტერ-ამერიკული ცენტრის (CIAT) ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო მოხელეებს, რეგიონულ საგადასახადო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ძირითად ბენეფიციარებს შორის საგადასახადო საკითხებში დიალოგის წახალისება და ხელშეწყობა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)