|
2015-06-30 19:19:45, 511 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას ემიგრაციის დარბაზი შეემატა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის დარბაზი გაიხსნა. დარბაზში განთავსდა მე-19 და მე-20 საუკუნის ქართველი ემიგრანტების არქივი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაუბრუნდა. ესაა ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები, ფოტომასალა. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. „თიბისი ბანკმა“ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ემიგრანტთა პირადი არქივები ჩამოიტანეს აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზებაიჯანიდან. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ემიგრაციის დარბაზი „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად დაარსდა. „ჩვენი მხარდაჭერით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა შვიდი ქვეყნიდან და ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენი სასახელო მამულიშვილების და ემიგრანტების არქივი და დღეიდან უკვე ფართო საზოგადოებას ექნება საშუალება, გაეცნოს იმ რეალობას, იმ დოკუმენტურ მასალას, თუ რა პირობებში უხდებოდა ჩვენს ემიგრაციას მოღვაწეობა და ცხოვრება. ყველა მათი ისტორია გაერთიანებულია დიდი სიყვარულით საქართველოს მიმართ. მათ იძულებით დატოვეს თავიანთი ქვეყანა ოჯახებთან ერთად, მაგრამ ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ ფიქრი და მოღვაწეობა საქართველოს საკეთილდღეოდ და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამდენი დიდებული ქართველის, ჩვენი ემიგრანტის მასალა, ისტორიული არქივები იქნა თავმოყრილი. ამით ჩვენ საშუალებას მივცემთ არამარტო ჩვენს თავს, არამედ ჩვენს შვილებს, გაიგონ ზუსტად რა ხდებოდა ამ პერიოდში, საკმაოდ მძიმე პერიოდში, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა და ამ ადამიანების ცხოვრების და ღვაწლის შესახებ“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)