00:10 - 14 Aug, 2026
|
2026-06-11 18:22:38, 2096 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს ღამით აშშ ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“. „აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს (რომლის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, შეტევითი შესაძლებლობების უდიდეს ნაწილთან ერთად, აღარ არსებობს!)“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე. ასევე, ტრამპის თქმით, აშშ „არცთუ ისე შორეულ მომავალში ხარგის კუნძულზე კონტროლს დაამყარებს“. „კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც შესანიშნავად მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ისე აშშ-სთვის“, - აცხადებს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)