|
2019-05-31 12:04:49, 2891 ნახვა
მსოფლიო
მედია: კიმ ჩენ ინმა ტრამპთან ჩავარდნილი მოლაპარაკებების გამო, თავისი დიპლომატები სიკვდილით დასაჯა
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელი, რომელიც კიმ ჩენ ინს აშშ-ის საკითხებზე ჰყავდა დანიშნული, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ Chosun Ilbo იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კიმ ჰეკ ჩხოლთან ერთად სიკვდილით საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 თანამშრომელი დასაჯეს. დასჯის მიზეზი გახდა ის, რომ მათ აშშ-ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებების დროს ვიეტნამში, ამერიკელებთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. მაღალჩინოსნები მარტში, სამიტიდან 1 თვის შემდეგ მოკლეს. მედიის ცნობით, კიდევ ორი პირი, მათ შორის კიმ ჩენ ინის თარჯიმანი გამომსასწორებელ ბანაკში გაგზავნეს. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის უმცროს დას, სამიტის შემდეგ ის საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)