19:30 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 10:34:04, 487 ნახვა

საზოგადოება
1962 წლის 29 ივნისის გამარჯვებას გამოფენა ეძღვნება

1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში, Patinoire de Geneve მოედანზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში თბილისის „დინამოს“კალათბურთელებმა ანგარიშით 90:83 გაიმარჯვეს მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდზე და ევროპის ჩემპიონთა თასს დაეუფლნენ.

სწორედ ამ გამარჯვებას ეძღვნება გამოფენა, რომელიც ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს 16:00 საათზე გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამ გამარჯვების ამსახველი ფოტო და კინომასალა, საგაზეთო პუბლიკაციები და წერილობითიდოკუმენტები.

ექსპოზიციის ორგანიზებაში ეროვნულ არქივს დახმარება გაუწის: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, გოგი თორაძემ, დემიკო ლოლაძემ და დავით ტურაშვილმა.

გამოფენა 24 ივლისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics