|
2015-06-27 12:25:33, 793 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა. კომპანიის განცხადებით, ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი "ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენელია. „ჰუალინგ ჯგუფმა“ გამართულ ელექტრონულ აუქციონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა. ახალი მეპატრონის საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად, „ჰუალინგ ჯგუფი“ აღნიშნულ შენობაში 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს”, - აღნიშნავენ კომპანიაში. ეკონომიკის სამინისტროს შენობა ფიზიკურმა პირმა თამარ მაზიაშვილმა იყიდა, საპრივატიზებო პირობების მიხედვით გამარჯვებული ვალდებულია აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ქონების მიმართ საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო, რაც აუქციონზე დადებული ბიჯების უპრეცენდენტო რაოდენობაშიც გამოიხატა - მათმა რაოდენობამ 690 შეადგინა. ჭანტურიას N12–ში მდებარე უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 11271.52 კვ.მეტრია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ შენობაში მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)