|
2019-04-09 17:27:50, 1996 ნახვა
რეგიონი
ბათუმში 9 აპრილის მემორიალი დაიდგა
ბათუმში 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგა. დღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე. „დღეს 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღეს თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 გმირის სიცოცხლე შეეწირა. მინდა ქედი მოვიხარო ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ეროვნულ იდეალებს. ჩვენ და მომავალმა თაობებმა უპირობოდ პატივი უნდა ვცეთ ამ იდეალებს და ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 9 აპრილის მემორიალის ესკიზის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა. დღესვე, გმირთა ხეივანში მოეწყო 30 წლის წინ, 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.
(NS)
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)