|
2026-08-17 19:45:27, 264 ნახვა
პოლიტიკა
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
"ეს იყო ბენზინი და არა დიზელი, 300 ტონა ბენზინი, და გალის იქით არ გასულა. თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ. სურვილი სულ არის, რომ რაღაცები გაკეთდეს, მაგრამ თუ ახლა ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა მერე არაფერი". - უთხრა ბიზნესპრესნიუსს შპს სოლიდუსის მფლობელმა გიორგი არველაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ. ამასთან ერთად, გამოცემას არველაძემ უთხრა, რომ ყველაფერი "კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა". "დიდი ხანია აფხაზებთან ერთად ვსაქმიანობ, მყავს აფხაზი პარტნიორები. ყოველთვის ვეძებ ახალ შესაძლებლობებს. ჰოდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ საწვავი აღარ არის ბაზარზე, მარაგებს ვერ ანაწილებენ. ჩასული ვიყავი და აფხაზ პარტნიორებთან მქონდა საუბარი, რომ ჩვენ აქედან გალის მოსახლეობას მივაწვდიდით ბენზინს. 300 ტონა შევიტანეთ, 10 მანქანა, სულ სამი დღის განმავლობაში... ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად - ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში. ყველაფერი კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა". - თქვა ბიზნესპრესნიუსთან არველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)