|
2019-04-08 15:56:49, 2122 ნახვა
რეგიონი
აჭარაში შშ შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიის პილოტირება ხორციელდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშთა ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარაში მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება, რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა. აღნიშნული პილოტირების სამოქმედო გეგმის დაწყებისა და განხორციელების საორგანიზაციო/მეთოდური საკითხების გაცნობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით არაერთხელ გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომელთა მიერ გამოთქმული იყო მზაობა თანამშრომლობის თაობაზე. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორ ორგანიზაციასთან აჭარაში - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის გაფორმებული იქნა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზე თანამშრომლობა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრული პირების ფუნქციური უნარებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების პილოტირებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მოცემულ ეტაპზე უკვე დასრულებულია ფუნქციური შეფასების სპეცილისტებისა შემთხვევის მენეჯერების ტრენინგები და შერჩევის პროცესები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებებსა და ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილ დღევანდელ გაფართოებულ რეგიონალურ შეხვედრაზე დაგეგმილია შემდეგი ეტაპების განხორციელებისათვის მხარეთა ერთობლივი გეგმებისა და თანამშრომლობის ფორმების გაცნობა.
(NS)
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)