|
2019-04-05 16:32:33, 1953 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის ხეობაში მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის ხეობაში იმყოფებოდა. შეხვდა ინწკირვეთისა და ხაბელაშვილების მოსახლეობას, გაეცნო საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასა და მოახლოებულ საზაფხულო იალაღებზე გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მერთან ერთად სოფლებში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრები გურამ ზოიძე, მირიან აბაშიძე და სულიკო ბოლქვაძე. დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა ინწკირვეთის სოფლის სახლი და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ინწკირვეთ ის სოფლის სახლი გასული წლის ბოლოს შევიდა ექსპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც რწმუნებულის სამუშაო ოთახი, სააქტო დარბაზი და ამბულატორია განთავსდა. სოფლის სახლში მოეწყობა მოსახლეობასთან შეხვედრები და გაიმართება კულტურული ღონისძიებები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა, რომელზეც 73 000 ლაარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ი/მ ,,შორენა ქათამაძე“ აწარმოებდა. დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები სოფელ ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები,სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.ხაბელაშვილების ბაგა-ბაღი 30-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც ორი შერეული ასაკის ჯგუფი იფუნქციონირებს. ფრიდონ ფუტკარაძემ მშენებელ კომპანიას ხარისხიანი სამუშაოების შესრულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვისკენ მოუწოდა. მერის განცხადებით, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მკაცრად გაკონტროლდება სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესი, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიმართ მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)