21:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-10 16:40:34, 1853 ნახვა

სამართალი
ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების პროცესზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საია-ს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს.

ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული:

„საია სწავლობს ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების ჩატარების საფუძველს და ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესს. ზუგდიდის საჯარო სკოლის ინსპექტირების საფუძვლად მითითებულია ფიზიკური პირის განცხადება, რომელიც სამინისტროში შევიდა სკოლის შემოწმების დაწყებამდე 1 დღით ადრე.

საკითხის შესწავლის მიზნით საიამ განათლების სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ინსპექტირებას საფუძვლად მითითებული განცხადების სამინისტროში შესვლის დროისა და სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ მისი განხილვის დროის დადგენის მიზნით.

საია აგრეთვე ითხოვს ინფორმაციას 2018 წლის განმავლობაში რამდენი ფიზიკური პირის განცხადება შევიდა სამინისტროში და რამდენ მათგანზე მოახდინა სამინისტრომ, ზუგდიდის მე-6 სკოლის ანალოგიური დაჩქარებული რეაგირება.

მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა განათლების სამინისტრომ საიას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics