11:49 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 16:25:20, 3805 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე

მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო. სახალისო დავალებები, მოედანზე გამართული შეჯიბრებები და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების მუნდიალის გამოცდილებაზე მორგებული ჩელენჯები - ეს “Creator ჩემპიონატია”.

პროექტში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნების სახელით იასპარეზებენ. ყოველ ეპიზოდში ვიხილავთ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კრეატორების გუნდს. 

გამარჯვებულების გამოვლენა ლიდერბორდების მიხედვით მოხდება. გადაცემის ფარგლებში, მონაწილეებმა სწორად უნდა გასცენ პასუხი კონკრეტული ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან დასმულ კითხვებს და შეასრულონ ჩელენჯები. საუკეთესო კი ის გუნდი გახდება, რომელიც შეძლებს საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნის ღირსების დაცვას. 

„Creator ჩემპიონატის“ გამარჯვებულს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.

არ გამოგრჩეთ ახალი გადაცემა საქართველოს ბანკის YouTube არხზე, ამისათვის გამოიწერეთ არხი @argacherde

ერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელი კრეატორების გუნდებს. 

საქართველოს ბანკი - სპორტის მთავარი მხარდამჭერი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics