21:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-10 14:40:23, 1955 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლე არასრულწლოვნების თვალწინ სცემა, პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის  საქალაქო სასამართლოს  2018 წლის 1 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ოჯახში ძალადობისთვის გ.ბ.  დამნაშავედ იქნა ცნობილი.  

სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისში გ.ბ-მ ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით  სცემა, ხოლო მეუღლის მამას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის  „ბ" ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics