18:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 23:01:09, 1016 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ისევ განმეორდეს ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო

ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ისევ განმეორდეს ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო და რასაც უარი უთხრა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას.

„ზოგადად ის განწყობა, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, შემთხვევითი არ არის. ეს არის იმ ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შედეგი, რომელსაც ეს კონკრეტული გუნდი აკეთებდა. დღეს მათ აქვთ რევანშისა და რევოლუციის სურვილი. ამას ვისმენთ თავიანთი ლიდერებისგან, ვიღაცას წაართმევს, ვიღაცას დაჩაგრავს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო და რასაც უარი უთხრა, ისევ განმეორდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics