14:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-12 13:29:42, 261 ნახვა

მსოფლიო
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა

კატარმა გამოაცხადა ყოფილი მმართველის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანის გარდაცვალების შესახებ. კატარის ემირის ოფისის ცნობით, ის 12 ივლისის დილით, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი კატარს 1995 წლიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა საერთაშორისო გავლენა, განავითარა ენერგეტიკის სექტორი და სპარსეთის ყურის რეგიონში მთავარი მოთამაშე გახდა.

2013 წელს მან ძალაუფლება ნებაყოფლობით გადასცა თავის მეოთხე ვაჟს, კატარის ამჟამინდელ ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics