16:27 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 13:05:19, 1521 ნახვა

პოლიტიკა
ზოდელავა - „ოცნებამ“ საარჩევნო პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო

"ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, საარჩევნო პროცესში "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო. 

როგორც ზოდელავამ აღნიშნა, კრიმინალური ავტორიტეტები მოსახლეობაში დადიან და აფრთხილებენ, რომ ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

მისივე თქმით, კრიმინალები საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით ჩაერთნენ და მათ პოლიციის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიიღეს.

„ცხაკაია არის ზუგდიდში მაყურებელი და არის ვინმე მანჩო ქარჩავა, რომელიც არის ხობის მაყურებელი. ეს ორი ადამიანი გააქტიურდნენ და გაააქტიურეს ისინი უშუალოდ გახარიას დავალებით. აი, აქ არის კაკავა, ეს არის გახარიას მიერ დანიშნული სუბიექტი, რომელიც ცხოვრობს, გადმოცხოვრდა სამეგრელოში და ყველა ეს ბანდიტები, ქურდები, მომპარავები და მაყურებლები, რომელთა მობილიზიბაც მოახდინეს. ზუგდიდის მაყურებელს სპეციალურად დაუბურეს თავისი რენჯროვერის ჯიპი, რომლითაც ის გადაადგილდება სპეციალური ნებართვით დაუბურეს მას შუშები, და არიგებს ფულს, ვიღაცეებს აშინებს. არცერთი წესიერი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ, არცერთი ნორმალური, კანონმორჩილი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ და არცერთი პოლიციელი არ არის თქვენი მომხრე, პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ ეყრდნობით აქ მომპარავებს და მაყურებლებს“, - განაცხადა ზოდელავამ და დასძინა, რომ ფაქტის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც აცნობებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics