|
2018-11-12 11:03:59, 4003 ნახვა
პოლიტიკა
„შუბლს გაგიხვრეტთ“ - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მისი თქმით, მან და მისმა შვილებმა მუქარის შემცველი შეტყობინებები 9, 10 და 11 ნოემბერს მიიღეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებული არიან და ისინი ყოფილი სამხედროები აღმოჩნდნენ. „ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების თეიმურაზისა და ქეთევანისა და პირადად, ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართ გაჟღერდა შემდეგი სიტყვები: „შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენ სისხლს დავლევ“. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თვისივე სტატუსებიდან გამომდიანარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ მეთაურებთან, ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ჩემთვის პირადად, ქართული ვაჟკაცობის, თავდადების სიმბოლოა. ამ ქმედებებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემო დაფუძვნებისთვის, რაშიც მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთი პოლიტიკური მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდეერები, ტელე-წამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები. ამ წინა საარჩევნო პერიოდში ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია. მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოხდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ. მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ, არასამათავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულება არის სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა არა წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე, იმ ორგანიზქციებისგან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინიაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტურიბას ამდენას, შესაძლო მოვლენების განითარებაზე, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან ერთად გაინაწილებენ თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოჰყვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)