|
2018-10-05 14:10:23, 2322 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ფხალაძე: მაია ოთინაშვილის გატაცება რუსეთის ფედერაციის რეალური სახეა
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, მუდმივ კოორდინაციაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და მაქსიმალურ ძალისხმევას ავლენს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადასაჭრელად. მისი განცხადებით, ეს არის ოკუპაციის და რუსეთის ფედერაციის - საოკუპაციო ძალის რეალური სახე, რომელიც რეალურ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თენგიზ ფხალაძის თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას გამოიყენება ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ჩართულია ყველა ჩვენი პარტნიორი. "რაც შეეხება თავად არსებულ ვითარებას, ამას აქვს ორი შემადგენელი, პირველი ეს არის სუფთა ადამიანური, ჰუმანიტარული, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალბატონი - შვილების დედა არ შეიძლება იყოს იზოლატორში, იმისათვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. და რაც ეხება პოლიტიკურ განზომილებას - სრული აბსურდია, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისათვის იტაცებენ, იჭერენ და რაღაც შეთითხნილ სასამართლო პროცესებს უწყობენ", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)